პროექტი



1.      პროექტის სახელწოდება: ნიკო ნიკოლაძე- ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს
2.      პროექტის მთავარი იდეა:ნოკო ნიკოლაძის  შესახებ წინასწარი საუბრებით დავაინტერესე მოსწავლეები. მათი სურვილების შესაბამისად გადაწყდა, კვლევა-ძიება ჩაეტარებინათ ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის გასაცნობად.
3.      პროექტის მნიშვნელობა:პროექტის მნიშვნელობა  განსაკუთრებით აქტუალურია  დღეს, როცა დეფიციტია ისეთი ადამიანებისა, რომლებიც უანგაროდ, უშურველად ცხოვრობენ და მოღვაწეობენ საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთ კითხვის, ანალიზისა და მსჯელობის უნარი,შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სესახებ, დაახარისხებენ ამ ინფორმაციებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, ახდენენ შეძენილი ცოდნის  კონსტრუირებას
5.      მონაწილეთა ასაკი: 13-14 წლი
6.      პროცესის ხანგრძლივობა: 4-15 ივნისი
7.      მოსალოდნელი შედეგები: მოიძიებს მასალას მითითებული საკითხის (ნიკო ნიკოლაძე) შესახებ და აუდიტორიის  წინაშე წარმოადგენს . ისმენს მოძიებული მასალის პრეზენტაციას,გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას მოსმენილის მიმართ.
8.      პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურვლები,მარკერები
9.      პროექტის მსვლელობა, ძირითადი  აქტივობები: პროექტისათვის მოსწავლეები მოიძიებენ მათთვის სასურველ მასალას, წაიკითხავენ, კითხვების  საშუალებით გაანალიზებენ, გამოთქვამენ საკუთარ აზრს და დამოკიდებულებას ნიკო ნიკოლაძის პერსონისადმი. შეაფასებენ ყველა იმ პროექტს, რომელიც მან განახორციელა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და რა სარგებლობა მოუტანა მან ქართველ ხალხს. შემდეგ ჩავატარებთ ღონისძიებას ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში,ეკრანზე პროექტორის საშუალებით  ვაჩვენებთ ფოტო კოლაჟს,გავაფორმებთ მუსიკალურად.
10.   ქართული ენა და ლიტერატურა  
11.  ვალიდა კოხრეძე
13.  Validakoxridze27.blogspot.com             


No comments:

Post a Comment